8 ნოემბერს მენისკზე ნაოპერაციები "ბარსელონას" თავდამსხმელი ანსუ ფატი შეიძლება ნავარაუდევზე ერთი თვით ადრე დაბრუნდეს, - იტყობინება AS-ი.
18 წლის ფატიმ უკვე დაიწყო აღდგენითი ვარჯიშები და უნდა, პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში ითამაშოს.
ის შეიძლება თებერვლის შუა რიცხვებისთვის მწყობრში ჩადგეს, რაც ერთი თვით ადრე მოხდება, ვიდრე ვარაუდობდნენ.
ამ სეზონში ფატიმ ლა ლიგის 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანეთის ნაკრებში 4 შეხვედრაში - 1 გოლი.
მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.