"ბარსელონა" "უესკასთან" ლა ლიგის მე-17 ტურის მატჩზე ავტობუსით გაემგზავრა. მიზეზი ისაა, რომ ამ ორ ქალაქს შორის მანძილი 229 კილომეტრია და თვითმფრინავით მგზავრობა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს.
თანაც, "ბარსამ" 30 ათასი ევრო დაზოგა.
შეგახსენებთ, კატალონიურმა გუნდმა 1:0 გაიმარჯვა, მეხუთე ადგილზეა და 7 იანვარს სტუმრად "ბილბაოს" შეხვდება.