თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი უახლოეს ხანში "ბარსელონას" არ დატოვებს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
"ბარსას" ხელმძღვანელობა გრიზმანს ნდობას უცხადებს და დარწმუნებულია, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში გუნდს დაეხმარება.
29 წლის გრიზმანმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.