"ბილბაომ" "ბარსელონას" საოცარი მატჩი შემოუტრიალა - მესი "ბარსაში" კარიერაში პირველად გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბილბაომ" დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "ბარსელონა".

"ბარსას" კაპიტანმა მესიმ ნახევარფინალი ტრავმის გამო გამოტოვა, ამ მატჩში კი შეუცვლელად ითამაშა, თუმცა თავის გუნდს ვერაფრით შეეწია. შეეწია კი არა, 120+1-ე წუთზე ვილიალიბრესთან ქიმუნჯისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ეს "ბარსაში" ჩატარებულ 753 მატჩში მისი პირველი წითელი ბარათია - არგენტინის ნაკრებში ორჯერ გააძევეს.

კატალონიური გუნდი გრიზმანმა ორჯერ დააწინაურა, მაგრამ ბასკებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

მოკლედ, მარსელინიოს გაწვრთნილმა გუნდმა "რეალსაც" მოუგო და "ბარსელონასაც" და სუპერთასს დაეუფლა. ამ
დროს ლა ლიგაზე მე-12 ადგილზეა. მარსელინიო პირველი მწვრთნელია, რომელმაც "ბარსას" ზედიზედ მეორე ფინალში სძლია - გასულ წელს ესპანეთის თასზე მისმა "ვალენსიამ" მოუგო.

სევილია. "ოლიმპიკო"
ბარსელონა - ბილბაო 2:3 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 გრიზმანი (40), 1:1 დე მარკოსი (42), 2:1 გრიზმანი (77), 2:2 ვილიალიბრე (90), 2:3 უილიამსი (93)
გაძევება: მესი (120+1)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მართალია კარგად იბრძოლა ათლეთიკმა ძირითადი დრო, მაგრამ დამატებით დროში რასაც ისინი კადრულობდნენ,ეს იყო რაღაც უმსგავსობა. როგორ უნდა გადარიო ისეთი მომთმენი კაცი როგორიც მესია რომ ქიმუნჯი კი არა ლამის მზად იყოს წიხლებით გცემოს?ასეთი არაკაცი ფეხბრუთელები უკლავენ ფეხბურთს ხალისს. ვილიალიბრე არაკაცი.
jango
13:04 18-01-2021
7
ეს მსაჯები ზოგჯერ ისეთ, "დასასჯელ ზომებს" იღებენ, რომ თვითონ ეს მსაჯები იმსახურებენ, იგივე სასჯელს. ჯერ იყო და დიეგო მარადონას ხსოვნაზე, მესის პატივისცემის გამოხატვა, ჩაუთვალეს დარღვევად (ნორმალური ფსიქიკის მსაჯი დახუჭავდა ამ ვითომ "დარღვევაზე" თვალს და გაატარებდა) ეხლა ეს გაიხადეს მსჯელობის საგნად, თურმე რატომ "ჩაარტყა" მესიმ ამ მოთამაშეს. ჰე აბა თქვენ იცით, ისევ გაუფუჭეთ ხასიათი ლეოს.
barsa
13:37 18-01-2021
5

სიახლეები პოპულარული