"ბილბაოსთან" ესპანეთის სუპერთასის ფინალში გაძევებული "ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
არგენტინელი "კორნელიასთან" ესპანეთის თასის და "ელჩესთან" ლა ლიგის მატჩებს გამოტოვებს.
შეჯიბრების ჩატარების კომიტეტმა მიიჩნია, რომ მესის მიერ თავდამსხმელ ასიერ ვილიარიბრესთან თამაშის დარღვევის წესები აგრესიული ხასიათის არ იყო, თორემ 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ელოდა.