მესის პსჟ-ში ტრანსფერი შეიძლება მისი მაღალი ხელფასის გამო არ შედგეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" კაპიტანი ლეო მესი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და შესაძლოა, გუნდი დატოვოს. მისი სამსახურით პსჟ და "მანჩესტერ სიტი" არიან დაინტერესებულნი, თუმცა აქ ერთი სერიოზული პრობლემაა.

კერძოდ, მესის ყოველკვირეული ხელფასი 560 ათასი ევროა და თვით ძალიან მდიდარ პარიზულ კლუბსაც კი გაუჭირდება ასეთი მაღალი ანაზღაურების გადახდა. ამისათვის ის გასამრჯელოს შემცირებაზე უნდა დათანხმდეს.

"პარი სენ ჟერმენის" სახელფასო განაკვეთი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში განიტვირთოს, თუ თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდს დატოვებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული