"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს დაინიშნა

AutoSharing Option
"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება. ამის შესახებ დღევანდელ შეხვედრაზე კლუბის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კარლეს ტუსკეტსმა და პრეზიდენტობის კანდიდატებმა ჟოან ლაპორტამ, ვიქტორ ფონტმა და ტონი ფრეიშამ მოილაპარაკეს.

შეხვედრას გუნდის მწვრთნელი რონალდ კუმანი ესწრებოდა. კატალონიური "სპორტი" იტყობინება, რომ არჩევნებში ფოსტით მონაწილეობაც ნებადართული იქნება.

არჩევნები 24 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კატალონიის მთავრობამ გადაიტანა, რადგან კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვების პირობებში ამომრჩეველთა ნაწილი მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული