ესპანეთის თასის 1/16-ფინალში "რეალი" გასვლაზე დამატებით დროში 1:2 დამარცხდა მესამე ლიგის "ალკოიანოსთან" და გათამაშებას გამოეთიშა.
ექსპერიმენტული შემადგენლობით მოასპარეზე სტუმრები 45-ე წუთზე ედერ მილიტაომ დააწინაურა, მე-80 წუთზე ხოსე სობლესმა ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა. 110-ე წუთზე მსაჯმა "ალკოიანოს" თავდამსხმელი რამონ ლოპესი გააძევა და ამის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება შეძლეს - 115-ე წუთზე გოლი ხუანანმა გაიტანა.
"რეალი" ისტორიაში მეხუთედ გააგდო თასიდან მესამე ლიგის გუნდმა - ადრე ეს მოახერხეს: 2000/01 წლების სეზონში "ტოლედომ", "რეალ უნიონმა" (2008/09), "ალკორკონმა" (2009/10) და "კადისმა (2015/16, რეგლამენტის დარღვევის გამო დისკვალიფიკაციისათვის).
თუმცა ნამატჩევს "ბლანკოსის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ ეს სირცხვილი არ არის და ამის გამო არ გაგიჟდებიან.