სუარესს ჭკუათმყოფელი გაუშვებდა? - ურუგვაელის "ატლეტიკო" შეუჩერებელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას მე-20 ტურში "ატლეტიკომ" სტუმრად 4:2 დაამარცხა "კადისი".

"ბარსელონადან" უპარდონოდ გაშვებლმა 34 წლის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დუბლი შეასრულა და 14 გოლით ტურნირის ბომბარდირია. ურუგვაელმა ანგარიში საჯარიმოთი გახსნა (ბოლოს საჯარიმოდან 2016 წელს გაიტანა), შემდეგ კი პენალტი გამოიყენა. სუარესის ანგარიშზე ლა ლიგაში 158 გოლია - XXI საუკუნეში პრიმერაზე მასზე მეტი მხოლოდ ლეო მესიმ (453), რონალდომ (311), დავიდ ვილიამ (184) და ქარიმ ბენზემამ (179) გაიტანეს. 158 გოლი აგრეთვე არიც ადურისს აქვს გატანილი.

"ატლეტიკომ" უკანასკნელი 16 მატჩიდან 15 მოიგო - საერთო ანგარიში 34:9,
50 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "რეალს" 10 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 9 თებერვალს "სელტას" უმასპინძლებს.

კადისი. "რამონ დე კარანსა"
კადისი - ატლეტიკო 2:4
გოლები: 0:1 სუარესი (28), 1:1 ნეგრედო (35), 1:2 საული (44), 1:3 სუარესი (50, პენ), 2:3 ნეგრედო (71), 2:4 კოკე (88)

მკითხველის კომენტარები / 5 /
Magas vcer yvelgan avtor, im kacis tavshi chamaxeda eg ro gaushva. Mesis usityvod ugebda shetevashi
Milani
08:41 01-02-2021
1
სუარესის ყოველი გოლი,ბართომეუს დედის მოხსენიებაა,ყველა ბრუნვაში.
სოსო
10:40 01-02-2021
2

სიახლეები პოპულარული