"ბარსელონას" ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავდამსხმელი ლუის სუარესი გუნდიდან გაუშვა. ახლა ის 14 გატანილი გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია, მისმა "ატლეტიკომ" კი "ბარსა" 10 ქულით ჩამოიტოვა (თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული).
თურმე, ნუ იტყვით და, კუმანი უკმაყოფილოა, რომ სუარესი ესპანეთიდან საერთოდ არ აიბარგა.
"რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "იუვენტუსში" გადასულიყო და არა "ატლეტიკოში", ის ხომ პრიმერაში დარჩა. ფეხბურთელისადმი პატივისცემის გამო მის გადაწყვეტილებას უნდა დავთანხმებულიყავით. მე მას მხარს ვუჭერ", - ციტირებს კუმანს The Athletic-ი.