ლაპორტა: მესის შენარჩუნება გაგვიჭირდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი ამავე კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟოან ლაპორტა თვლის, რომ თავდამსხმელ ლეო მესის გუნდში შენარჩუნება გაუჭირდებათ:

"მესის შენარჩუნება ადვილი არ იქნება, რადგან ისეთი კლუბები იწვევენ, რომლებიც ფულის უკმარისობას არ უჩივიან. ზოგიერთ მათგანს მაგნატები უჭერენ მხარს, ზოგიერთს კი - სახელმწიფო.

ვფიქრობ, მესის მოსწონს აქ თამაში და რამდენადაც ვიცი, დარჩენა უნდა. უყვარს "ბარსა" და თავს ძალიან კარგად სწორედ ამ კლუბში გრძნობს", - ციტირებს ლაპორტას Football Espana.

მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და მისი სამსახურით პსჟ და "მანჩესტერ სიტი" არიან
დაინეტრესებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
"შეუჩვეველს ნუ დააჩვევ და შეჩვეულს,ნუ გადააჩვევო"მესის მთელი კარიერა,ბარსელონაში აქვს გატარებული,შეჩვეულია და სხვაგან წასვლა,ძალიან ძნელი იქნება მისთვის.მეორე მხრივ,ბარსელონას ყოფილმა ხელმძღვბანელებმა ძალიან ცუდად შეაჩვიეს ენა და საქმე.არჩევნებიც გადადეს,კლუბი ფაქტობრივად დაშალეს და ახლა აღარც გამიკვირდება,წასვლა რომ გადაწყვიტოს.ძალიან ბევრი საწყენი დაუგროვდა,ბოლო წლებში,კონტრაქტის გამოქვეყნების ჩათვლით.ისე ჩანს,რომ რაღაც ძალები,გეგმაზომიერად,ნაბილ-ნაბიჯ მუშაობენ,მის მოსაშორებლად.
სოსო
16:30 06-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული