"მესი გუნდში დარჩება..." - პიკე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ ლიონელ მესიზე ისაუბრა. 

"ზაფხულში ყველაფერი კარგად დასრულდება, მესი გუნდში დარჩება. ის ახლა ბედნიერია. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ როცა ის "ბარსასთან" ერთად თამაშობს, ყველაფერი კარგად სრულდება. 

მალე გუნდის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. სამივე კანდიდატი მშვენიერია და მომავალს იმედიანად ვუყურებთ" - განაცხადა პიკემ. 

ხერარდმა "ბარსელონას" მაისური ამ სეზონში 8-ჯერ მოირგო, თუმცა გოლი არ გაუტანია. რაც შეეხება მესის, არგენტინელის ანგარიშზე 18 შეხვედრაში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გახლავთ. 

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altლაპორტა: მესის შენარჩუნება გაგვიჭირდება


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული