ლა ლიგის პირველი ტურის გადმოტანილ მატჩში "რეალმა" "ხეტაფე" 2:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-60 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, ხოლო 66-ეზე ფერლან მენდიმ მეორე გოლი გაიტანა.
"ხეტაფემ" "რეალთან" ბოლო 14 მატჩიდან 13 წააგო და უკანასკნელ 5-ში გოლი არ გაუტანია.
"რეალი" 46 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 5 ქულით ჩამორჩება, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 14 თებერვალს "ვალენსიას" უმასპინძლებს.