ბენზემა "რეალთან" კონტრაქტის გაგრძელებას არ ჩქარობს

AutoSharing Option
"ეკიპის" ცნობით, "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ უარი თქვა 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე, ვინაიდან ამ საკითხზე მოლაპარაკება მომავალ წელს ურჩევნია.

33 წლის ბენზემა თვლის, რომ მაშინ უფრო სწორად შეაფასებს თავის შანსებს და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით მიიღებს. როგორც ვარაუდობენ, ბენზემას არ უნდა როტაციის ფეხბურთელად იქცეს, თანაც "რეალი" ხელფასების დაკლებას ისევ აგრძელებს. არაა გამორიცხული, ის "ლიონში" დაბრუნდეს.

ამ სეზონში ლა ლიგაზე ქარიმმა 20 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქარიმა ღვიძლზე გეესინჯე რაცხა შენი ენის ფერი არ მომწონს...
ქუთაისელი
00:44 13-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული