პსჟ-მდე "ბარსამ" "ალავესი" გაანადგურა - მესიმ და ტრინკაუმ ორ-ორი გაიტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 22-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ალავესი" 5:1 დაამარცხა.

მესიმ და ტრინკაუმ ორ-ორი გოლი გაიტანეს, ერთი გოლი ფირპოს ანგარიშზეა. სტუმართაგან გოლის ავტორი ლუის როხაა. მესიმ "ბარსაში" ჩემპიონატზე 505-ე მატჩი ჩაატარა და რეკორდსმენ ხავის დაეწია. მან მიმდინარე ტურნირზე 15 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში "ატლეტიკოს" თავდამსხმელ სუარესს 1 გოლით ჩამორჩება.

"ბარსელონა" 46 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ ტურში, 21 თებერვალს "კადისს"უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, 17 თებერვალს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე "კამპ ნოუზე" პსჟ-ს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული