"რეალმა" ზედიზედ 4 მატჩი მოიგო და "ატლეტიკოს" მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 24-ე ტურში "რეალმა" სტუმრად 1:0 სძლია "ვალიადოლიდს".

გოლი 65-ე წუთზე კაზემირომ გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე გატანილი 5 გოლია და პირადი რეკორდი გაიმეორა.

"რეალმა" ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო (სამი მშრალი ანგარიშით), ლიდერ "ატლეტიკოს" 3 ქულით ჩამორჩება (სიმეონეს გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 2 მარტს "სოსიედადს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ბერგამოში "ატალანტას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული