"მხარი არც არავინ დამიჭირა..." - ჟერემი მატიე კლემან ლენგლეს გამოექომაგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" ფრანგი ცენტრალური მცველი კლემან ლენგლე დიდი კრიტიკის ქვეშაა. ამ ყველაფერს "ბლაუგრანას" ყოფილი მცველი ჟერემი მატიე გამოეხმაურა. 

ყველაფერი "კადისთან" თამაშის შემდეგ დაიწყო. ფეხბურთელმა მატჩის მიწურულს (89-ე წუთზე) მეტოქე საკუთარ საჯარიმოში წააქცია და "ბარსელონას" 2 ქულა დააკარგვინა, რითაც საჩემპიონო ბრძოლას ძალიან ჩამოაშორა. ამ უხერხული მომენტის შემდეგ გავრცელდა ვიდეო, თუ ლენგლე როგორ ტოვებს "კამპ ნოუს". 

"კატალონიური კარიერის ბოლო წელი ჩემთვის საშინელება იყო. ტურინში ჩემ გამო დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ვერ ვხვდებოდი, რატომ გამრიყეს ასე, როდესაც ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს. მაშინ გასახდელი მარტომ
დავტოვე და მხარი არც არავინ დამიჭირა... ჩემთვის ეს ფეხბურთი არ არის. 

ყველას ლენგლეს მოკვლა სურს. ვიცი, ის ახლა რასაც გრძნობს. ის უნდა გამაგრდეს და მაქსიმუმისთვის ბრძოლა განაგრძოს", - განაცხადა მატიემ. 

ჟერემიმ ასევე მეორე ფრანგზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა, რომელსაც ლენგლეს მსგავსად, კრიტიკა არ აკლია. 

"ის ისე ვეღარ თამაშობს, როგორც ამას "ატლეტიკოში" აკეთებდა. ვფიქრობ, მისი "ბარსელონაში" გადმოსვლა დიდი შეცდომა იყო. მადრიდში გუნდის ლიდერი ის გახლდათ, თუმცა "ბლაუგრანაში" მის ადგილს, არათუ ლიდერს, არამედ ზოგადადაც ვერ ვხედავ", - დასძინა "ბარსელონას" ყოფილმა მცველმა. 


მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"ბარსელონამ" გამარჯვება ხელიდან 89-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული