ლუის სუარესი: კუმანს ნამდვილად არ ვენატრები

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "ფრანს ფუტბოლისათვის" მიცემულ ინტერვიუში ლეო მესისთან დამოკიდებულებაზე და "ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანზე ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, ლეო მესი მენატრება, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ცხოვრებაშიც კარგი მეგობრები ვართ. ჩვენ ოჯახებით ვართ დაახლოებულნი. ჩვენი შვილები ძალიან ხშირად ერთად თამაშობდნენ, ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს და რასაკვირველია, ერთმანეთი ენატრებათ.

დარწმუნებული ვარ, ლეოც ასევეა ჩემდამი განწყობილი. მას ძალიან არ უნდოდა, “ბარსელონადან” წავსულიყავი. სამაგიეროდ, რონალდ კუმანს უნდოდა და ვიცი, მაგას ნამდვილად არ ვენატრები".

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ კარგად დავაკვრიდებთ კუმანს გეგმაში უნდა ჰქონდეს მესის,ალბას, ბუსკეტის და პიკეს გაშვება, "დიდი თაობის" სრულიად ამოგდება კლუბიდან და მისეული ვერსიის "ახალი დიდი თაობის" შექმნა რომ მომავალი ათწლედი ისევ გრგვინავდეს ბარსელონა, მაგრამ ამ უშნო და ტლანქი აზროვნების სუსტად გნათლებულ ჰოლანდიელს ის არ ესმის რომ თავისსავე ინტრიგებს თვითონვე შეეწირება.
jango
14:34 25-02-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული