მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "ფრანს ფუტბოლისათვის" მიცემულ ინტერვიუში ლეო მესისთან დამოკიდებულებაზე და "ბარსელონას" მწვრთნელ რონალდ კუმანზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ლეო მესი მენატრება, რადგან ჩვენ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ცხოვრებაშიც კარგი მეგობრები ვართ. ჩვენ ოჯახებით ვართ დაახლოებულნი. ჩვენი შვილები ძალიან ხშირად ერთად თამაშობდნენ, ძალიან კარგად უგებდნენ ერთმანეთს და რასაკვირველია, ერთმანეთი ენატრებათ.

დარწმუნებული ვარ, ლეოც ასევეა ჩემდამი განწყობილი. მას ძალიან არ უნდოდა, “ბარსელონადან” წავსულიყავი. სამაგიეროდ, რონალდ კუმანს უნდოდა და ვიცი, მაგას ნამდვილად არ ვენატრები".