ლა ლიგის 24-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ელჩე".
სტუმრებმა მხოლოდ ერთი ტაიმი გაუძლეს კატალონიელებს, მეორე ტაიმში კი "ბარსამ" სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
დუბლი მესიმ შეასრულა, ერთი გოლი ალბამ გაიტანა, ბრეიზუეითმა კი "ბარსელონაში" პირველად გააკეთა ორი საგოლე გადაცემა.
მესიმ პრიმერას ზედიზედ 7 მატჩში გაიტანა და 18 გოლით ბომბარდირია. მეორე ადგილზე 16 გოლით სუარესია (ატლეტიკო). ამას გარდა, ლეომ წელს 13 გოლი გაიტანა, რაც ტოპ 5-ის ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელია - ლევანდოვსკის (ბაიერნი) ანგარიშზე 12 გოლია.
"ბარსელონა" ჩემპიონატზე ბოლო 14 მატჩში არ დამარცხებულა, 50 ქულით მესამე ადგილზეა და 27 თებერვალს სტუმრად "სევილიას" დაუპირისპირდება.