კუმანს ცხვირიდან სისხლდენა ვერ შეუჩერეს და პრესკონფერენცია შეწყვიტა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელი რონალდ კუმანი იძულებული გახდა "სევილიასთან" ლა ლიგის 25-ე ტურის წინასამატჩო პრესკონფერენცია შეეწყვიტა.

კუმანს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, ვერ შეუჩერეს და დარბაზი დატოვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნიდერლანდელ სპეციალისტს მსგავსი რამ დაემართა.

იქამდე მან შემდეგი განაცხადა: "დავრჩები თუ არა გუნდში? მე ვიცი, რომ "ბარსას" მწვრთნელზე ყოველთვის დიდ ზეწოლას ახორციელებენ. თუ ვერ იგებ, დამნაშავე მწვრთნელია. ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და წაგებაზე არასოდეს არ ვფიქრობ, მუდამ მოგებაზე ვფიქრობ. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - ციტირებს კუმანს კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული