ცნობილია, ვინ გაწვრთნის "ბარსას", ლაპორტა თუ პრეზიდენტი გახდა

AutoSharing Option
მთავარი კატალონიური რადიო RAC1 წერს, რომ ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა "ბარსელონას" თავკაცი შეიძლება გახდეს.

38 წლის ბასკი "ბლაუგრანას" პრეზიდენტობის კანდიდატ ჟოან ლაპორტას პრიორიტეტია.

თუ ლაპორტა არჩევნებში გაიმარჯვებს, "ბარსელონას" ამჟამინდელი დამრიგებელი რონალდ კუმანი საკუთარ პოსტს მომავალი სეზონიდან ვეღარ შეინარჩუნებს და მას არტეტა ჩაანაცვლებს.

მიკელი "ბარსელონას" სისტემაში 1997-2001 წლებში იყო, თუმცა კატალონიური გრანდის პირველ გუნდში დაწინაურება ვერ მოახერხა. საქვეყნოდ ცნობილი კი "ევერტონსა" და "არსენალში" თამაშით გახდა.

altბუნდესლიგის დირექტორმა "ბარსა"-"რეალი" ორიგინალურად გააკრიტიკა

მკითხველის კომენტარები / 1 /
არტეტა თუ მოიყვანეთ მწვრთნელად ვაი თქვენს პატრონს მაშინ!
Simartle
23:49 01-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული