ბუნდესლიგის დირექტორმა "ბარსა"-"რეალი" ორიგინალურად გააკრიტიკა

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან ზაიფერტმა საკუთარი აზრი ლა ლიგის ტოპ-კლუბებზე გამოთქვა, რომლებიც ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას უჭერენ მხარს.

"მტკივნეული სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ზოგ-ზოგიერთი ამ ე.წ. სუპერკლუბებიდან - ცუდად მართული მანქანაა ფულის განადგურების მხრივ, რომლებიც 10-წლიანი დაუჯერებელი ზრდის მიუხედავად, მუშა ბიზნესმოდელის შექმნას ვერც კი მიუახლოვდნენ.

ინვესტორი რომ ვიყო, იმაზე დავფიქრდებოდი, არიან კი ისინი სასურველი პარტნიორები. ისინი მიღებულ ფულს, უბრალოდ, ანადგურებენ, როგორც ამას ბოლო წლებში აკეთებდნენ. ამ კლუბებში უნდა დაფიქრდნენ მუშა ბიზნესმოდელის შექმნაზე, რომელშიც სახელფასო ზღვარი იქნება გათვალისწინებული", - თქვა
ზაიფერტმა Financial Times-ის სამიტზე, რომელიც ფეხბურთს, როგორც ბიზნესს, ეძღვნება.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული