"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ბართომეუ დააპატიმრეს

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ მარტს, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ დააკავეს. მასთან ერთად წინადაკავების იზოლატორში კლუბის ყოფილი დირექტორი ოსკარ გრაუ და ადვოკატი რომანე გომესი იმყოფებიან.

"ბლაუგრანას" ოფისი დღეს კომპეტენტურმა ორგანომ გაჩხრიკა. საქმე კორუფციას ეხება. გამოძიების თქმით, ბართომეუ კორუფციაში მონაწილეობდა. 

"ბარსარეიტი" - ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც ხოსეპმა კონკრეტული თანხა გადაუხადა, რათა დამამცირებელი სიახლეები იმ ხალხის, მათ შორის, მოთამაშეების წინააღმდეგ გამოექვეყნებინათ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. ამ სიაში "ბარსელონას" ამჟამინდელი ფეხბურთელები ჟერარდ პიკე და ლიონელ მესი მოხვდნენ. 

"ბარსარეიტის"
ცნობით, ბართომეუმ ცილისწამებისთვის თანხა 6-ჯერ გადაუხადა. 2020 წელს, სასამართლოს განჩინებით, კომპეტენტური ორგანო "ბლაუგრანას" ოფისში ინფორმაციის მოსაგროვებლად მივიდა. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altმუქარის წერილების შემდეგ ბართომეუმ "ტვიტერის" აქაუნთი დახურა


მკითხველის კომენტარები / 16 /
რა ვიცი,ევროპაში ვის გაუგიაო კორუფცია!..მექრთამეობა!..ჩვენს ე.წ.მედასავლეთეებს რომ მოუსმინო,ლამის უცოდველი სამოთხის ბინადრებად წარმოაჩენენ იქაურობას.
დავითი
01 მარტი 2021 17:46
20
დავით, ეგენი თუ უცოდველები არიან? ჯერ მაგათი აღზევებულები და წაქეზებულები არ არიან ლგბეტეები? ერთი სიტყვით მსოფლიო სიგიჟის ზღვარზეა.
????
01 მარტი 2021 21:30
3
მაგ დანაშაულისათვის, ნახევარი ქოცობაა აქ ჩასასმელი, რა ბოტ-ტროლებსაც ეგენი ხოდავენ. ჩვენგან განსხვავებით, იქ იჭერენ. ხედავ რაშია განსხვავება?
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა
01 მარტი 2021 19:37
4
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული