ჟოზეპ ბართომეუ გირაოთი გაათავისუფლეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოზეპ ბართომეუ გირაოთი გაათავისუფლეს, - იტყობინება "მარკა".

სასამართლომ ჩათვალა, რომ ბართომეუ და მისი მრჩეველი ჟაუმე მასფერერი, რომლებიც ე.წ. ბარსაგეიტის საქმეზე არიან ეჭვმიტანილნი, მიმალვას არ შეეცდებიან, თუმცა გამოძიებასთან ჯერჯერობით არ თანამშრომლობენ და არც ჩვენებას იძლევიან.

შეგახსენებთ, ბართომეუმ და მასფერერმა ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული