"ბარსელონამ" ბოლო 16 მატჩიდან მე-13 მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგას 26-ე ტურში "ბარსელონამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ოსასუნა".

გოლები მესის პასებით ალბამ და მორიბამ გაიტანეს. ლეომ მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებულ 24 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მე-20 წუთზე მასპინძელთა გუნდის მეკარე ერერამ მასთან პირისპირ გასული ლიონელი წააქცია და მსაჯმა გააძევა, მაგრამ შემდეგ ვიდეოგამეორება ნახა, თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

მეორე გოლის ავტორი მორიბა 18 წლისა და 46 დღისაა. უფრო ახალგაზრდულ ასაკში "ბარსაში" გოლები მხოლოდ ფატიმ, კრკიჩმა, მესიმ და პედრიმ გაიტანეს.

კუმანის გუნდმა პრიმერას უკანასკნელი
16 მატჩიდან 13 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 56 ქულით მეორე ადგილზეა და 16 მარტს "უესკას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ბარსა, ბოლომდე ასე მიაწექი!
ბარსა
20:17 07-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული