ერნანდესის 10 შეცდომა და დაჩაგრული "რეალი" [PHOTO]

AutoSharing Option
კვირას, 7 მარტს, მადრიდული დერბი 1:1 დასრულდა. "ლოს ბლანკოსის" ხელმძღვანელობა და არამხოლოდ ხელმძღვანელობა მატჩის მთავარ არბიტრზე, ალეხანდრო ერნანდესზე ძალიან გაბრაზებულია და ამას არც მალავს.

"ვანდა მეტროპოლიტანოს" მოედანზე პირველ ტაიმში მსაჯმა "სამეფო კლუბს" პენალტი არ დაუნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ "ატლეტიკოს" მცველს, ფელიპეს ბურთი ხელზე მოხვდა.

წარმოგიდგენთ 10 მსგავს შემთხვევას, როდესაც ალეხანდრო ერნანდესმა "თეთრების" სასიკეთო გადაწყვეტილება სადავო მომენტში არ მიიღო.

Sportall.Ge

1. ვარანის წაქცევისთვის არდადებული პენალტი (2019/20 წლები)

გასული წლის "ელ-კლასიკოში" კატალონიური კლუბის საჯარიმოში "რეალის" ფრანგ მცველზე, რაფაელ ვარანზე წესები ორჯერ დაირღვა, თუმცა
მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი არცერთხელ არ დანიშნა.
Sportall.Ge
2. ლენგლეს უხეშობა ვარანის წინააღმდეგ (2019/20)

იმავე კლასიკოში "ბარსელონას" მცველმა კლემან ლენგლემ რაფაელ ვარანის წინააღმდეგ აშკარად წესები დაარღვია, თუმცა კვლავაც ამაოდ.
Sportall.Ge
3. ჟოზე კამპანას ხელით თამაში საკუთარ საჯარიმოში (2019/20)
"ლევანტეს" ფეხბურთელს, ჟოზე კამპანას საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, საბოლოოდ კი მადრიდის "რეალმა" ეს შეხვედრა წააგო.
Sportall.Ge
4. წესების დარღვევით გატანილი გოლი (2017/18)

მორიგ კლასიკოში ლუის სუარესმა რაფაელ ვარანს ბურთი წესების დარღვევით მოჰპარა, რის შემდეგაც კატალონიურმა კლუბმა გოლი გაიტანა. მატჩის შემდგომ კი ურუგვაელმა თვითონვე აღიარა, რომ უხეშობას ადგილი ჰქონდა.
Sportall.Ge
5. ხორდი ალბა და მარსელო (2017/18)

იმავე კლასიკოში კატალონიური კლუბის მცველმა ხორდი ალბამ მარსელოს წინააღმდეგ წესები დაარღვია, თუმცა მსაჯის სასტვენი ამჯერადაც დუმდა.
Sportall.Ge
6. მცირედი შელაპარაკების შემდეგ ალბამ მოდრიჩს ყელში წაუჭირა (2017/18)

იმავე კლასიკოში მსაჯმა ალბა მოედნიდან ყელში წაჭერისთვის არ გააძევა, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები ამას აპროტესტებდნენ. გასათვალისწინებელია, რომ მსაჯმა ეს ყველაფერი დაინახა.
Sportall.Ge
7. რონალდოს წაქცევისთვის არდადებული პენალტი (2016/17)

2016/17 წლებში ვარი არ არსებობდა. ამიტომ კრიშტიანო რონალდოს წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგმა მცველმა წესები აშკარად დაარღვია.
Sportall.Ge
8. სერხიო რამოსის წითელი ბარათი (2016/17)

იმავე თამაშში "თეთრების" კაპიტანი სერხიო რამოსი მოედნიდან მესის წაქცევისთვის გააძევეს, თუმცა ფეხბურთელი თამაშის შემდეგაც აცხადებდა, რომ მისი წითელი ბარათი მსაჯის შეცდომა გახლდათ.
Sportall.Ge
9. ბეილის არჩათვლილი გოლი (2015/16)

მთავარი მწვრთნელის როლში ზინედინ ზიდანის პირველ კლასიკოში გარეთ ბეილმა თავური დარტყმით გოლი გაიტანა, თუმცა მსაჯმა ალბაზე ჯარიმა დააფიქსირა.

Sportall.Ge
10. ფელიპეს ხელით თამაში (2020/21)

ეს უკანასკელი კი კვირას გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა, როდესაც "ატლეტიკოს" მცველს, ფელიპეს ბურთი აშკარად ხელზე მოხვდა, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
აქ რაც დადეთ არც ერთი არ იყო დასანიშნი პენალტი, ეხლა ის დადეთ რამდენი უსამართლოდ დანშნა რეალის სასარგებლოდ, რამდენი დასანიშნი არ დანიშნა რეალის კარში. რეალი რომ თავისი მსაჯებით დადის ისიც არ დაგავიწყდეთ!!!!
სპირიდონი
14:45 09-03-2021
22
ახლა ის ასი შემთხვევა ჩამოთვალეთ, როცა დაეხმარნენ და ქვეყნის ჩემპიონობა და ლიგა მოაგებინეს.
ოთო
13:11 09-03-2021
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული