ლა ლიგას 26-ე ტურში "ატლეტიკოსა" და "რეალის" მატჩი 1:1 დასრულდა.
"ატლეტიკო" მე-15 წუთზე ლუის სუარესმა დააწინაურა, ხოლო საპასუხო გოლი ტრავმამორჩენილმა ქარიმ ბენზემამ 88-ე წუთზე გაიტანა.
სუარესმა ჩემპიონატზე მე-17 გოლი გაიტანა, იმაზე მეტი ვიდრე მთელ გასულ სეზონში და ბომბარდირ ლეო მესის (ბარსელონა) 2 გოლით ჩამორჩება.
"ატლეტიკოს" ნახევარმცველმა მარკოს ლორენტემ მიმდინარე სეზონში მე-8 საგოლე გადაცემა გააკეთა და ამ მაჩვენებლით იაგო ასპასთან (სელტა) ერთად ლიდერია. აღსანიშნავია, რომ "რეალში" ჩატარებულ 39 მატჩში მას არც ერთი საგოლე პასი არ გაუკეთებია.
"ატლეტიკომ" ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო "რეალი" "ატლეტიკოსთან" უკანასკნელ 7 მატჩში არ დამარცხებულა.
"ატლეტიკო" 59 ქულით ლიდერია (1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული), მეორე ადგილზე 56 ქულით "ბარსელონაა", ხოლო 54 ქულით მესამეზე - "რეალი".
ერთ სიტყვასაც არ იმსახურებს?