სუარესმა კიდევ გაიტანა, "ატლეტიკოს" მნიშვნელოვანი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 10 მარტს, "ატლეტიკომ" "ბილბაოს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

მადრიდულ დერბიში ვერგამარჯვების შემდეგ "ვანდა მეტროპოლიტანოს" მოედანზე ჩოლოს შეგირდებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.

პირველი ტაიმის შუაში სტუმრები იკერ მუნიაინმა დააწინაურა. პირველი ნახევრის ბოლო წამებზე მარკოს ლორენტემ თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

რაც შეეხება მეორე ტაიმს, ლუის სუარესმა შეხვედრის 51-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით საკუთარი გუნდი დააწინაურა და თვითონაც აქტივში მორიგი გოლი ჩაიწერა.

26 ტურის შემდეგ "ატლეტიკოს" 62 ქულა აქვს და ლა ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. თავის მხრივ, "ბილბაო" 33 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.

დიეგო სიმეონე
და კომპანია 14 მარტს "ხეტაფეს" ესტუმრება. "ატლეტიკი" ამავე რიცხვში "სელტა ვიგოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სუარესის ბარსადან გაგდების შემდეგ რა ნამუსით უნდა დარჩეს გუნდში კუმანი
ზურა
13:41 11-03-2021
0

სიახლეები პოპულარული