ლაპორტა "ბარსაში" გერმანელ მწვრთნელს მიიწვევს, თუ კუმანმა ლა ლიგა ვერ მოიგო

AutoSharing Option
Cadena SER-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ნიდერლანდელი "ბლაუგრანას" ესპანეთის ჩემპიონატს მოაგებინებს.

სხვა შედეგის შემთხვევაში, ლაპორტა კატალონიურ გრანდში "ლაიპციგის" მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს მიიწვევს.

გამოცემის მიხედვით, ლაპორტა რონალდ კუმანს პატივს სცემს, თუმცა ახლად არჩეულ პრეზიდენტს სხვა სპეციალისტები უფრო მოსწონს, განსაკუთრებით კი, ნაგელსმანი.

მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელი "ბარსელონაში" მუშაობის გაგრძელებას შეძლებს, თუ კატალონიის დედაქალაქში ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლებს ჩაიტანს.

ამჟამად "ბარსა" პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ატლეტიკოს" 6 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უცნაური და გაუმართლებელი პირობაა მწვრთნელისათვის, რომელიც ექსპერიმენტების პერიოდშია და სცლს აშენებს კლუბს, რომელსაც აკლია ფატი, პიკე და სხვები.
ბარსელონამ ყველა მატჩში (მათ შორის რეალთან გასვლაც აქვს) უნდა დააგროვოს ატლეტიკოზე მინიმუმ 7 ქულით მეტი. არადა ატლეტიკომ აჩვენა რეალთან და ათლეთიკთან რომ მისი დამარცხება წარმოუდგენლად ძნელი რამ არის.
jango
12 მარტი 2021 17:25
3
ra experimentebi tipma gundis mtavari forvardi gundidan gaagdo. barsas mesic rom moashoro 4eulistvisac veghar ibrdzoleben...
ra experimentebi
12 მარტი 2021 18:11
1
ატლეტიკოს სკოლა გამოვლილები ბარსელონაში ვერასოდეს იქნებიან ტოპ მნიშვნელობის ფეხბურთელები, მათ შეუძლიათ ინგლისურ კლუბებში მოიკიდონ ფეხი მაგრამ არა ბარსელონაში, ასე რომ,აგუერო დიდი ვერაფერი შველა იქნება ბარსელონასა და მესისასთვის, გინდ გაუშვი გრიზმანი და გინდ ნუ გაუშვებ, გრიზმანზე ეფექტური ვერ იქნება...
jango
12 მარტი 2021 17:43
4

სიახლეები პოპულარული