Cadena SER-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ ნიდერლანდელი "ბლაუგრანას" ესპანეთის ჩემპიონატს მოაგებინებს.
სხვა შედეგის შემთხვევაში, ლაპორტა კატალონიურ გრანდში "ლაიპციგის" მთავარ მწვრთნელ იულიან ნაგელსმანს მიიწვევს.
გამოცემის მიხედვით, ლაპორტა რონალდ კუმანს პატივს სცემს, თუმცა ახლად არჩეულ პრეზიდენტს სხვა სპეციალისტები უფრო მოსწონს, განსაკუთრებით კი, ნაგელსმანი.
მიუხედავად ამისა, ნიდერლანდელი "ბარსელონაში" მუშაობის გაგრძელებას შეძლებს, თუ კატალონიის დედაქალაქში ესპანეთის ჩემპიონატის ოქროს მედლებს ჩაიტანს.
ამჟამად "ბარსა" პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ატლეტიკოს" 6 ქულით ჩამორჩება.
ბარსელონამ ყველა მატჩში (მათ შორის რეალთან გასვლაც აქვს) უნდა დააგროვოს ატლეტიკოზე მინიმუმ 7 ქულით მეტი. არადა ატლეტიკომ აჩვენა რეალთან და ათლეთიკთან რომ მისი დამარცხება წარმოუდგენლად ძნელი რამ არის.