ლა ლიგის 28-ე ტურში "ატლეტიკომ" მადრიდში 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ალავესი".
გოლი 54-ე წუთზე 34 წლის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გაიტანა. ეს მიმდინარე სეზონში ურუგვაელის მე-19 გოლია და ჩემპიონატზე მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩება. მისმა გოლებმა ამ სეზონში პრიმერაზე "ატლეტიკოს" 17 ქულა მოუპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
სუარესმა კარიერაში 500 გოლი გაიტანა: 198 "ბარსელონაში", 111 "აიაქსში", 82 "ლივერპულში", 63 ნაკრებში, 19 "ატლეტიკოში", 15 "გრონინგენში" და 12 "ნასიონალში".
"ატლეტიკო" 66 ქულით ლიდერია და 4 აპრილს სტუმრად "სევილიას" შეხვდება.