სუარესმა მე-500 გაიტანა და ატლეტიკოს მოაგებინა[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში "ატლეტიკომ" მადრიდში 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ალავესი".

გოლი 54-ე წუთზე 34 წლის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გაიტანა. ეს მიმდინარე სეზონში ურუგვაელის მე-19 გოლია და ჩემპიონატზე მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩება. მისმა გოლებმა ამ სეზონში პრიმერაზე "ატლეტიკოს" 17 ქულა მოუპოვა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

სუარესმა კარიერაში 500 გოლი გაიტანა: 198 "ბარსელონაში", 111 "აიაქსში", 82 "ლივერპულში", 63 ნაკრებში, 19 "ატლეტიკოში", 15 "გრონინგენში" და 12 "ნასიონალში".

"ატლეტიკო" 66 ქულით ლიდერია და 4 აპრილს სტუმრად "სევილიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბევრს კი ებრძვიან ატლეტიკოს მაგრამ იმედია ჩემპიონი გახდება ამ ცოფიანი გენიოსის დახმარებით
0

სიახლეები პოპულარული