ლაპორტას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქართველი იქნება

AutoSharing Option
L’Esportiu de Catalunya-ს ცნობით, "ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კლუბის კაბინეტი დააკომპლექტა და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქართველი იქნება.

გამოცემა იტყობინება, რომ კლუბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა გიორგაძე გახდება. მანანა გიორგაძე ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაძის მეუღლე გახლავთ და ლაპორტას "ბარსაში" წინა ყოფნისას მისი მდივანი იყო.

ლაპორტას კაბინეტში სამი ვიცე-პრეზიდენტი იქნება: რაფა იუსტე, ედუარდ რომეუ და მარია ელენა ფორტი. გენერალური მენეჯერის პოსტს ფერან რევერტერი დაიკავებს, ხოლო მრჩეველი ენრიკ მასიპი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
საამაყოა ძალიან.
ვახო...
20:36 23-03-2021
0
ესეიგი თუ ქართველი იქნება , იგივე შედეგი გვექნება, არანაირი პროგრესი.
გიორგი
13:06 23-03-2021
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული