გამოცემა იტყობინება, რომ კლუბის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა გიორგაძე გახდება. მანანა გიორგაძე ქართველი ბიზნესმენის, გიორგი მიქაძის მეუღლე გახლავთ და ლაპორტას "ბარსაში" წინა ყოფნისას მისი მდივანი იყო.
ლაპორტას კაბინეტში სამი ვიცე-პრეზიდენტი იქნება: რაფა იუსტე, ედუარდ რომეუ და მარია ელენა ფორტი. გენერალური მენეჯერის პოსტს ფერან რევერტერი დაიკავებს, ხოლო მრჩეველი ენრიკ მასიპი იქნება.