ძირეული ცვლილებები თუ დასახული გზის გაგრძელება? მადრიდელებს მძიმე 12 დღე ელით

AutoSharing Option
მომდევნო 12 დღე მადრიდის "რეალისთვის" გარდამტეხი იქნება. სწორედ ამ პერიოდში გაირკვევა იბრძოლებს თუ არა გუნდი ლა ლიგის ტიტულისთვის, გავა თუ არა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ფლორენტინო პერესი განაგრძობს თუ არა "თეთრების" პრეზიდენტობას.

გადამწყვეტი მატჩები 6 აპრილიდან 14 აპრილამდე
მადრიდელები სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრას "ეიბარის" წინააღმდეგ გამართავენ, შემდეგ კი ალფრედო დი სტეფანოს მოედანზე "ლივერპულს" დაუხვდებიან.
მერსისაიდელებთან თამაშის შემდეგ მადრიდელებს "ელ-კლასიკო" ელოდებათ, რომელიც ლა ლიგაში სავარაუდოდ ყველაფერს გააკრვევს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრის შუაში "ბარსელონასთან" დაპირისპირება 2011/2012 წლის სეზონში შედგა, მაშინ "რეალი" ევროსარბიელზე
მიუხენის "ბაიერნს" ეთამაშებოდა.

ზიდანის საქმიანობა კვლავაც საფრთხის ქვეშაა

რამდენიმე თვის წინ ესპანელებმა ზიდანი დააბრუნეს და დიდი შანსი მისცეს, რათა ზიზუს მადრიდული სამწვრთნელო კარიერა შემოებრუნებინა. ფრანგმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ თუ ის ვერც ლა ლიგასა და ვერც ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, ის დაკავებულ თანამდებობას დაკარგავს.
სერხიო რამოსი საჭირო დროს დაიმტვრა
"სამეფო კლუბის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა სანაკრებო შესვენების დროს ტრავმა მიიღო და "ლივერპულთან" ლიგის პლეიოფს გამოტოვებს, რითაც მთავარ მწვრთნელს საქმეს ერთიორად გაურთულებს.
არჩევნები
14 აპრილს, "ლივერპულთან" დაპირისპირების დღეს, გაირკვევა იქნება თუ არა არჩევნები მადრიდის "რეალის" პრეზიდენტობისთვის. ამისთვის ფლორენტინო პერესის გარდა სხვა ვინმეც უნდა დარეგისტრირდეს, რაც ჯერ-ჯერობით არ მომხდარა.
ეს 12 დღე ბევრ რაიმეს გაარკვევს, შესაძლოა არასრულმა 2 კვირიანმა ჩავარდნამ "სამეფო კლუბში" დიდი ცვლილებები გამოიწვიოს.
წყარო: Marca

altბენზემას დუბლი და “რეალის” 8 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ლა ლიგაში [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული