"რეალმა" "ბარსელონა" ზედიზედ მესამედ დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 30-ე ტურში "რეალმა" მადრიდში 2:1 დაამარცხა "ბარსელონა".

"რეალმა" 43 წლის შემდეგ პირველად მოუგო "ბარსელონას" მიჯრით 3 მატჩი, ყველა ტურნირზე ბოლო 13 შეხვედრაში დაუმარცხებელია (11 მოგება და 2 ფრე), 66 ქულით გალიდერდა და 18 აპრილს სტუმრად "ხეტაფეს" დაუპირისპირდება.

თუმცა, თუ დღეს "ატლეტიკომ" სევილიაში "ბეტისს" სძლია, ლიდერობას დაიბრუნებს.

ამით შეწყდა ჩემპიონატზე "ბარსას" 19-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც დეკემბერში დაიწყო. კატალონიური გუნდი 65 ქულით მეორე პოზიციაზეა და 23 აპრილს "ხეტაფეს" უმასპინძლებს.

"რეალმა" ერთ სეზონში ჩემპიონატზე ორივე მატჩი "ბარსელონას" 13 წლის შემდეგ პირველად
მოუგო.

მესის "რეალისთვის" გოლი უკვე თითქმის 3 წელია არ გაუტანია, უკანასკნელ 7 შეხვედრაში კი არც გაუტანია და არც საგოლე გადაცემა არ გაუკეთებია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული