"რეალთან" ლა ლიგის 30-ე ტურში დამარცხების (1:2) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა.
"პირველ ტაიმში შეტევაში ცუდად ვითამაშეთ, დაცვაშიც. მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ და მხოლოდ მინდა ვთხოვო მსაჯს სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. იმ სიტუაციაში (მენდისთან კონტაქტის შემდეგ ბრეიზუეითის წაქცევა) პენალტი უნდა დაენიშნა, ხოლო დამატებული ოთხი წუთიდან ორწუთნახევარი თავის რაციას მოანდომა.
ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ ისევ ბედთან შერიგება და დადუმება მოგვიწევს. არ მესმის, ესპანეთში VAR-ი რაში სჭირდებათ? ეს ეპიზოდი ყველამ ნახა", - ციტირებს კუმანს "მარკა".
ნაღდი თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ ისევ ბედთან შერიგება და დადუმება მოგვიწევს. არ მესმის, ესპანეთში VAR-ი რაში სჭირდებათ? ეს ეპიზოდი ყველამ ნახა", - ციტირებს კუმანს "მარკა".