ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "ბილბაო" 4:0 დაამარცხა და ოცდამეთერთმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.
ბასკური გუნდი ღრმად დაცვაში ჩადგა და ზუსტად ერთი საათი გაუძლო, შემდეგ კი "ბარსამ" 12-წუთიან ინტერვალში 4 გოლი გაიტანა და დამსახურებული გამარჯვება, ხოლო მისმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პოსტის შესანარჩუნებლად დამატებითი არგუმენტები მოიპოვა.
ლეო მესიმ დუბლი შეასრულა - მან ზედიზედ მე-13 სეზონში გაიტანა 30+ გოლი და კატალონიურ გუნდთან ერთად 35-ე ტროფეის დაეუფლა. ვერაფერს იტყვი, დიდებული მიღწევაა.
ფრენკი დე იონგმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
კუმანმა "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო - ფეხბურთელობისას მან ამავე გუნდში 10 ტურნირზე იმარჯვა.
სევილია. "ოლიმპიკო"
ბილბაო - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 გრიზმანი (60), 0:2 დე იონგი (63), 0:3 მესი (68), 0:4 მესი (72)
პ.ს. სიმართლე მწარეა და დისლაიკებს ველოდები ბარსას გულშემატკივრებისგან