პიკე: ფეხბურთსა და საზოგადოებას ერთი მტერი ჰყავს...

AutoSharing Option
აქამდე ჟერარდ და დღეიდან "კომენდანტე" პიკემ Movistar-თან ინტერვიუში სუპერლიგის შესახებ ისაუბრა და კაპიტალიზმსაც გაჰკრა კბილი.

"საკუთარი თავი პრეზიდენტ ლაპორტას ადგილას წარმომიდგენია, როცა კლუბი ძალიან რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია. ის "ბარსელონასთვის" საუკეთესოს გაკეთებას ცდილობს. ჩვენი გუნდი სუპერლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამ გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი კლუბის ფინანსური მდგომარეობა იყო.

ფეხბურთელის თვალით რომ შევხედო, გლობალურად, არ ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი გრძელვადიან პერსპექტივაში ფეხბურთისთვის პოზიტიური იქნება. გრანდები ერთად იქნებიან და ყოველ სეზონში 5 სხვადასხვა გუნდი დაემატება. ამბობენ, რომ ეროვნულ ჩემპიონატს არ დატოვებენ. თან, როცა ჩემპიონთა
ლიგას 3,5 მილიარდი ევრო მოაქვს, სუპერლიგა სამჯერ მეტს მოიტანსო. მათემატიკაში ასე კარგად ვერ ვერკვევი.

სატელევიზიო უფლებების ექსპერტებს თუ ვკითხავთ, ამბობენ, რომ ბაზარი ასეთი აღარ იქნება. დასაწყისისთვის ამბობენ, რომ ეროვნული ჩემპიონატები იარსებებენ. ამისათვის სპეციალურ საინვესტიციო ფონდებს შექმნიან, საბანკო საზოგადოებებს.

როცა წაგებისკენ წავლენ, თამაშებს ვიქენდებზე გადაიტანენ, სათამაშო დღეები ოთხშაბათი და შაბათი იქნება. მე ასე ვფიქრობ. იმ ფულს ჩაიგდებენ ხელში, რასაც ეროვნული ლიგები გამოიმუშავებენ. ამის მისაღწევად კი მთელ სისტემას ანგრევენ. რა გვინდა, რომ "სევილია", "ვალენსია", "ლესტერი",  "ნაპოლი"... გაქრეს?

როგორც მე ვხედავ, ყველაფერი აქეთ მიდის. თუ ეს სურთ, გადადგან ნაბიჯი, თუმცა ჩვენ გვეცოდინება. ეს ამერიკული მოდელია, ასეთი რამეები იქ აქვთ და კარგი რამ არის. საქმე იმაშია, რომ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს. ბალანსი უნდა შევქმნათ, სადაც დიდი კლუბები არც ისე დიდ კლუბებთან ერთად იარსებებენ.

ლა ლიგისა და უეფას ტურნირებში მონაწილე კლუბებს უფრო მეტი წონა უნდა ჰქონდეთ, ვიდრე დაბალი დონის ჩემპიონატების წარმომადგენლებს. მეტი ხმა, მეტი შემოსავალი. მაგრამ ყველაფრისან გაქცევა, მთელი ეკოსისტემის მოშლა... ადამიანებს სამსახურებს ართმევენ...

ეს იმის ანარეკლია, რაც საზოგადოებაში ხდება. ეს წმინდა და დაუნდობელი კაპიტალიზმია. ეს იდეალური მოდელი არაა, უფრო დაბალანსებული სისტემა უნდა ვიპოვოთ", - თქვა პიკემ და ძვირფასი სამოსი დაიფერთხა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლაც სამ ლეგიონერზე მეტი როარ შეიძლებოდეს ალბათ აიაქსი იქნებოდა საუკეთესო და ბილბაო ევროპაში.ქართული კლუბებიც უპრობლემოდ გააღწევდნენ ჩემპიონთა ლიგაში.ეჰ,კარგია ხან ოცნება...რა დრო იყო.არ სჯობდა ის საფეხბურთო დრო????ჩემი აზრით სჯობდა.პატარა კლუბებს ყოველთვის ქონდათ ევროტურნირების მოგების შანსი,სწორი მუშაობით და ტაქტიკით.ახლა კი ზღაპარშიც აღარ აღარ აქვთ არანაირი შანსი.გინდა სწორად იმუშავე,გინდა არასწორად,არავინ მიგასუნინებს ლიგაზე თუ ასმილიონიანი ბიუჯეტი და 15 ლეგიონერი არ გყავს.არ მესმის იმ ხალხის ვისაც თანამედროვე ფეხბურთი ურჩევნია სამ ლეგიონერიან ფეხბურთს.მაშინ ხო დონე გაცილებით თანაბარი იყო.და ყველას ქონდა ოცნების ახდენის შანსი,ახლა კი მილიონერებს აქვთ ეს ოცნებები წართმეული...
master
22 აპრილი 2021 16:14
1
მაქსიმუმ 3 ლეგიონერი გუნდში და ვანახვებთ ბალანსის დაცვას. აღარ იციან რამდენი გადაიხადონ ბურთის გაგორებაში. ზღვრული ხელფასი და წარმატებულ ფეხბურთელს ბონუსი ისიც ზღვრულ ფარგლებში და არა მილიონები კვირაში.
კახა
22 აპრილი 2021 14:40
1
პიკუშ შე ძველო! ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.
გია
22 აპრილი 2021 14:39
4
Საზოგადოებას,ფეხბურთს და ზოგადად დედამიწას ჰყავს ერთი საერთო მტერი,ესენი არიან უზომოდ გამდიდრებული ადამიანები,რომლებსაც უნდათ უფრო გამდიდრება და გამდიდრება ღარიბების ხარჯზე.
Შეიძლება ვინმეს გაეცინოს ამაზე,მაგრამ რაც დრო გავა უფრო და უფრი დავრწმუნდებით ამაში
ბაბუაწვერა
22 აპრილი 2021 13:37
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული