კუმანის გაძევება და "ბარსელონას" მარცხი, რომლის გამო შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "გრანადასთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მესიმ 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარმა სტუმრებმა კი მეორე ტაიმში კონტრშეტევაზე შექმნილი ორივე მომენტი გამოიყენეს და გაიმარჯვეს.

"გრანადას" ბურთის ფლობის 17% ჰქონდა და "ნოუ კამპზე" პირველად სძლია "ბარსელონას".

63-ე წუთზე, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, "ბარსას" მწვრთნელმა კუმანმა მსაჯ ფუერტესთან პროტესტი გამოთქვა და გააძევეს.

ასე რომ, "ბარსელონამ" გალიდერების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, მესამე ადგილზე დარჩა და 2 მაისს გასვლაზე "ვალენსიას"
შეხვდება.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - გრანადა 1:2
გოლები: 1:0 მესი (23), 1:1 მაჩისი (63), 1:2 მოლინა (79)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნეტა რა ქონდა კოეფიციენტი გრანადას მოგებას,? როცა ბარსელონა 1-0 უგებდა. / დაუმარცხებელი არავინაა, ხდება ასეთი რაღაცეებიც, მაგრამ ძალიან საეჭვოა, მაღალი დონის სპექტაკლი უფრო მგონია მე ეს! უმეტესნაწილად სულ ასე რატო ხდება?
Vasili
09:40 30-04-2021
3
Fexburtis didi gulshematkivari viyavi sul patara asakidan. 96 clis evropaa pirvelad chems maxsovrobashi,oqros goli finalshi.. Magram dro gadis da interesi mekargeba fexburtze radgan yalbi gaxda. Rogorc tamashi aseve motamasheebi. Sad naxavdi imas rasac exla kadruloben, rivaldom ikadra erti turqettan msoflioze da mteli msoflio lanzgavda. Jerardebi, oliver kanebi da roi kinebi aklia dgevandel fexburts.
Milani
10:38 30-04-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული