კუმანის გაძევება და "ბარსელონას" მარცხი, რომლის გამო შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 33-ე ტურში "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე "გრანადასთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მესიმ 23-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მთელი გუნდით დაცვაში ჩამდგარმა სტუმრებმა კი მეორე ტაიმში კონტრშეტევაზე შექმნილი ორივე მომენტი გამოიყენეს და გაიმარჯვეს.

"გრანადას" ბურთის ფლობის 17% ჰქონდა და "ნოუ კამპზე" პირველად სძლია "ბარსელონას".

63-ე წუთზე, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, "ბარსას" მწვრთნელმა კუმანმა მსაჯ ფუერტესთან პროტესტი გამოთქვა და გააძევეს.

ასე რომ, "ბარსელონამ" გალიდერების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, მესამე ადგილზე დარჩა და 2 მაისს გასვლაზე "ვალენსიას"
შეხვდება.

ბარსელონა. "ნოუ კამპი"
ბარსელონა - გრანადა 1:2
გოლები: 1:0 მესი (23), 1:1 მაჩისი (63), 1:2 მოლინა (79)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვერ გავიგე, რა არის გასაკვირი. გრანადამ თბილისის ლოკომოტივს მოუგო ევროპაზე. ბარსელონასთან გაუჭირდებოდა?!
კონსტანტინე
20:08 30-04-2021
1
"კუმანის გაძევება და "ბარსელონას" მარცხი, რომლის გამო შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდეს"

და უნდა გამხდარიყო რო? :)
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული