"არ ვარ მოხარული, როდესაც მოწინააღმდეგე მარცხდება..." - ზინედინ ზიდანი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ბლანკოსის" გაწვრთნის სირთულეზე ისაუბრა. "თეთრების" 6-მა ფეხბურთელმა ამ სეზონში მოედანზე 3000 წუთზე მეტი უკვე დაჰყო, რაც გარკვეულწილად გაუთავებელი ტრავმიანობითაა განპირობებული.

"რთულია ისეთი გუნდის გაწვრთნა, როგორიც "რეალია", რადგან აქ ყველას თავისი აზრი აქვს. ჩვენ უამრავ სირთულესთან გვიწევს შეჯახება, ეს ვისი ბრალია? ამის გამოძიება არც კი ღირს..

თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, რადგან თუ ამას გარკვეულწილად არ გააკონტროლებ, მაშინ სიტუაცია უმართავი გახდება. თუმცა მინდა აღვნიშო, რომ ჩვენ ამის გამოყენება კარგადაც შეგვიძლია".

"ბარსელონას" მარცხი "გრანადასთან"
კონკურენტი გუნდებისთვის მოულოდნელი საჩუქარი გახლდათ, თუმცა ისინი საჩემპიონო ბრძოლაში კვლავაც რჩებიან, რაზედაც ზიდანმაც ისაუბრა:

"ბარსელონას" მარცხის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ვალდებულები ვართ შაბათს "ოსასუნასთან" გასამართი შეხვედრის წინ ოპტიმალური შემადგენლობა დავაყენოთ, ბევრი რამ შეიცვალა.. 

არ ვარ მოხარული, როდესაც მოწინააღმდეგე მარცხდება, წინ კიდევ 7 თამაშია, თუმცა ჩვენ დასასრულზე არ ვფიქრობთ. იცით, როდესაც 6-7 ძირითადი ფეხბურთელი გაკლდებათ, რთულია შედეგის დაფიქსირება, თუმცა ჩვენ წინ და წინ მივიწევთ.

ასევე მინდა დავამატო, რომ "ოსასუნასთან" ყველა არ ითამაშებს, შესაძლოა ახლა მკაცრად ვსაუბრობდე, თუმცა ოთხშაბათის შეხვედრაზე ვერ იფიქრებ მანამ, სანამ წინ ჯერ კიდევ სხვა თამაშია. 

მაგრამ მინდა ერთი რამ გითხრათ, მოხარული ვარ, რომ ლა ლიგის მოგების შანსი 4 გუნდს აქვს" - განაცხადა ზიდანმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altზიდანი: გასვლაზე კარგად ვთამაშობთ, მაღალ პრესინგს მივმართავთ

altკუმანის გაძევება და "ბარსელონას" მარცხი, რომლის გამო შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდეს [VIDEO]







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული