კუმანი: თუ ოთხივე მატჩს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ატლეტიკოსთან" ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩის წინ გააკეთა კომენტარი.

"არ ვიცი, ამ შეხვედრის შედეგი იქნება თუ არა გადამწყვეტი, მაგრამ ცხადია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს.

სეზონში იყო წარმატებები და წარუმატებლობები, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება მოვახერხეთ. სულ რამდენიმე თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასეთ სიტუაციაში მოვხვდებოდით.

იმისათვის, რათა ჩემპიონები გავხდეთ, ყველა მატჩის მოგება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, თუ დარჩენილ მატჩებს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით", - ციტირებს კუმანს "მარკა".

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება 8 მაისს თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მინუს 1
მამუკა
08 მაისი 2021 23:51
0
ვეღარ!!
ატლეტები!
08 მაისი 2021 20:42
0
გრანადასთან რომ არ გაგეყომარებინათ მართლა მასე იქნებოდა,მაგრამ ახლა რეალიც მასეა ზუსტად.კონკურენტებთან სამივე თამაში წააგეთ.მიუხედავად ამისა ყოჩაღ რომ ახლაც კარგი შანსია ჩემპიონობის.და მაინც რატომ წააგეთ გრანადასთან აუხსნელია.აშკარად ტოტალიზატორზე ითამაშეთ,სხვა ახსნა და ლოგიკა უბრალოდ არ არსებობს.
master
08 მაისი 2021 11:23
1
რეალმაც თუ ოთხივე მოიგო ვერ გახდები ჩემპიონი :)
sormona
08 მაისი 2021 00:27
3
არ მჯერა რომ 4 ივე თამაშს მოიგებთ და რომც მოიგოთ... რეალმაც იგივე თუ გააკეთა ჩემპიონი რეალი გახდება..
Equilibrium
08 მაისი 2021 00:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული