კუმანი: თუ ოთხივე მატჩს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა "ატლეტიკოსთან" ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩის წინ გააკეთა კომენტარი.

"არ ვიცი, ამ შეხვედრის შედეგი იქნება თუ არა გადამწყვეტი, მაგრამ ცხადია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს.

სეზონში იყო წარმატებები და წარუმატებლობები, თუმცა მდგომარეობის გაუმჯობესება მოვახერხეთ. სულ რამდენიმე თვის წინ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ასეთ სიტუაციაში მოვხვდებოდით.

იმისათვის, რათა ჩემპიონები გავხდეთ, ყველა მატჩის მოგება გვჭირდება. დარწმუნებული ვარ, თუ დარჩენილ მატჩებს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით", - ციტირებს კუმანს "მარკა".

"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" დაპირისპირება 8 მაისს თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რეალმაც თუ ოთხივე მოიგო ვერ გახდები ჩემპიონი :)
sormona
00:27 08-05-2021
3
არ მჯერა რომ 4 ივე თამაშს მოიგებთ და რომც მოიგოთ... რეალმაც იგივე თუ გააკეთა ჩემპიონი რეალი გახდება..
Equilibrium
00:25 08-05-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული