მატიას დე ლიხტი ტურინის "იუვენტუსის" დაცვის მომავლად განიხილება, ნიდერლანდელი კიელინისთან და ბონუჩისთან ერთად შესანიშნავ დაცვით სამეულს ქმნის, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ორივე იტალიელს შემცვლელი დასჭირდება, ხოლო მატიასი გუნდის ლდიერად ჩამოყალიბდება. "ბებერმა ქალბატონმა" დე ლიხტი 2019 წელს, 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა. ამრიგად, იტალიელები მის გაყიდვას სავსებითაც არ ფიქრობენ მიუხედავად იმისა, რომ მათ შემოთავაზება სხვადასხვა ევროპული გუნდებიდან ჰქონდათ. როგორც "Tuttosport" აცხადებს, "ბიანკონერის" ლონდონის "ჩელსი" და კატალონიის "ბარსელონას" წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, თუმცა მათ გაყიდვაზე უარი განაცხადეს.
"არისტოკრატებთან" არა, თუმცა კატალონელებთან ტურინელებს ნამდვილად
კარგი ურთიერთობა აქვთ, თუნდაც გასულ წელს სუპერ გუნდებმა არტური და პიანიჩი ერთმანეთში გაცვალეს, სუპერ ლიგის ჩამოყალიბების დროს კი მათ ერთმანეთში ნიდერლანდელ მცველზეც ისაუბრეს, თუმცა ესპანელებმა უარი მიიღეს.
როგორც ჩანს, დე ლიხტი "იუვენტუსის" დაცვის ბურჯად ყალიბდება, მასწავლებლად კი ჩინებული მცველები ჰყავს.
მომზადებულია as-ის მიხედვით
მინო რაიოლა: ამიტომ არ გადავიდა დე ლიხტი "ბარსელონაში"