ზიდანი: საშინლად გაბრაზებული ვარ...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ შეხვედრის მთავარ არბიტრ ხუან მარტინეს მუნუერას შესახებ ისაუბრა.

"ვერაფერი გავიგე. თუ მილიტაოზე ხელით თამაში დაფიქსირდა, მსგავსი მომენტი "სევილიას" კართანაც იყო.

გადაწყვეტილების სისწორეში მსაჯის ნათქვამმა სიტყვებმა ვერ დამაჯერა. არბიტრებზე არასდროს ვლაპარაკობ, თუმცა დღეს საშინლად გაბრაზებული ვარ.

მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერს შევცვლით. საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტი დავიმსახურეთ, რადგან მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ.

მსაჯობაზე აღარაფერს ვიტყვი. ასე ნათელი არაფერს მოეფინება და კიდევ უფრო დავიძაბებით. არბიტრმა მიღებული
გადაწყვეტილება წესების მიხედვით უნდა ამიხსნას, მხოლოდ ესაა.

"რეალი" ბოლომდე იბრძოლებს. მომდევნო 3 მატჩის შესახებ უნდა ვიფიქროთ. გაბრაზებული კი იმიტომ ვარ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.

"ვარ"-ი? მე ფეხბურთს ვენდობი. იმას ვამბობ, რომ ხელზე ბურთი ფეხბურთელებს ორ ეპიზოდში მოხვდათ, პენალტი კი ჩვენს კარში დანიშნეს", - განაცხადა ზიზუმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
შემოაკლდა პერესს ფულები...
დობო
09:11 11-05-2021
1
რაო ატკინეს რეალს?!როგორი ყოფილა როცა აღარ გკრიშავენ?!ჯერ სადა ხართ...უი გახსენებაზე ამათ კიდე რა უშავთ იუვე რო ევროპალიგაზე გაიჩითება ეგ იქნება სამართლიანობის ზეიმი და ზედ თუ დისკვალიფიკაციაც მიაყოლეს რეალს და იუვეს ვაფშე კამფეტი იქნება,იჩალიჩეს და გაიჩალეს,ბოლოს იმდენს გაიჩალიჩებენ რო ორივე გაკოტრდება...ეს ბარსა რაღას ათამაშებს ნეტა ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს თუ ბოლო წამს პერესს იპონი უნდა ჩაუტაროს?!
გულშემატკივარი
21:10 10-05-2021
18
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული