ზიდანი: საშინლად გაბრაზებული ვარ...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ შეხვედრის მთავარ არბიტრ ხუან მარტინეს მუნუერას შესახებ ისაუბრა.

"ვერაფერი გავიგე. თუ მილიტაოზე ხელით თამაში დაფიქსირდა, მსგავსი მომენტი "სევილიას" კართანაც იყო.

გადაწყვეტილების სისწორეში მსაჯის ნათქვამმა სიტყვებმა ვერ დამაჯერა. არბიტრებზე არასდროს ვლაპარაკობ, თუმცა დღეს საშინლად გაბრაზებული ვარ.

მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერს შევცვლით. საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტი დავიმსახურეთ, რადგან მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ.

მსაჯობაზე აღარაფერს ვიტყვი. ასე ნათელი არაფერს მოეფინება და კიდევ უფრო დავიძაბებით. არბიტრმა მიღებული
გადაწყვეტილება წესების მიხედვით უნდა ამიხსნას, მხოლოდ ესაა.

"რეალი" ბოლომდე იბრძოლებს. მომდევნო 3 მატჩის შესახებ უნდა ვიფიქროთ. გაბრაზებული კი იმიტომ ვარ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.

"ვარ"-ი? მე ფეხბურთს ვენდობი. იმას ვამბობ, რომ ხელზე ბურთი ფეხბურთელებს ორ ეპიზოდში მოხვდათ, პენალტი კი ჩვენს კარში დანიშნეს", - განაცხადა ზიზუმ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
აბსოლიტურად ვეტანხმები... საშინელი მსაჯობა იყო. ორმაგი სტანდარტით. პენალტი "სევილიას" კარშიც უნდა დანიშნულიყო...
tngh
14:47 10-05-2021
15
ზიდან, შენ არასწორო შენა. შენ და შენმა გუნდმა, საერთოდ როგორ უნდა ილაპარაკოთ მსაჯებზე და მითუმეტეს პენალტზე.მთელი 27 ტურის მანძილზე, ერთი პენალტი არ დაურტყიათ თქვენს კარში.ალბათ იტყვის ეხლა შენი და შენი გუნდის ფანობა, რომ თუ არ ყოფილა რას დანიშნავდენო? იმ სიმართლით იარეთ.ყველა ყველაფერს ხედავს.აქ ერთმა პატიოსანმა კაცმა და წერა რომ, შაქირის და კაშაის ძეგლი უნდა გედგათ ბარნაბეუს შესასვლელთანო და ასეც უნდა იყოს, იქნებ დააყენოთ ეგ საკითხი დღის წესრიგში.
ვა ჰაა ჰაა
17:51 10-05-2021
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული