ლა ლიგის 36-ე ტურის დასკვნით მატჩში "რეალმა" გასვლაზე "გრანადას" ადვილად სძლია - 4:1.
"სამეფო გუნდს" საუკეთესოდ ნამდვილად არ უასპარეზია, მაგრამ მომენტები გამოიყენა და მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა, "გრანადა" კი ძალიან უინიციატივოდ ირჯებოდა და "ბარსელონას" ძლევის შემდეგ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
"რეალი" მეორე პოზიციაზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება, მესამეადგილოსან "ბარსელონას" ამდენივე ქულით უსწრებს და 2 მატჩი აქვს დარჩენილი: 16 მაისს სტუმრად "ბილბაოს" დაუპირისპირდება, ხოლო 23 მაისს "ვილიარეალს" უმასპინძლებს.
მოკლედ, თუ დიეგო სიმეონეს გუნდმა "ოსასუნა" და "ვალიადოლიდი" დაამარცხა, ჩემპიონი გახდება.
გრანადა. "ლოს კარმენესი"
გრანადა - რეალი 1:4
გოლები: 0:1 მოდრიჩი (17), 0:2 როდრიგო (45+1), 1:2 მოლინა (71), 1:3 ოდრიოსოლა (75), 1:4 ბენზემა (76)