"დეილი მეილის" ცნობით, მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, დიდი ალბათობით, "რეალს" დატოვებს.
გამოცემის მტკიცებით, ზიდანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის მხარდაჭერას ვერ გრძნობს და ზაფხულში გუნდიდან წასვლას აპირებს, დირექტორთა საბჭოს კი მისი გადარწმუნება გაუჭირდება.
ზიდანმა შეიძლება "იუვენტუსი" ან საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს, თუ ფრანგების ეროვნული გუნდის თავკაცი დიდიე დეშამი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადადგება.
ზიდანმა შეიძლება "იუვენტუსი" ან საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს, თუ ფრანგების ეროვნული გუნდის თავკაცი დიდიე დეშამი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადადგება.